Levan Berdzenishvili

* 1953

  • ერთი სიტყვით 1979-80 წლებში ჩავვარდით, იმის მერე დიდხანს გრძელდებოდა დაკითხვები, გამოძიებები, მაგრამ ქვეყანაში იყო ბრეჟნევი და ასეთ ამბებზე არ უნდოდათ მაინც ხალხის დაჭერა. ბრეჟნევი მოკვდა, მოვიდა ანდროპოვი და იმ წუთას დაგვიჭირეს, მაგრამ ჩვენ, რომ დაგვიჭირეს ამასობაში ანდროპოვი მოკვდა (იცინის), ჩვენ მივდიოდით მაქსიმუმზე, 7 პლიუს 5, ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის 71-ე მუხლი, ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდა, ძირის გამოთხრის მიზნით, იმიტომ, რომ იყო უფრო მსუბუქი მუხლი ძირის გამოთხრის გარეშე, მაგრამ ჩვენ ეგრევე მივდიოდით ძირის გამოთხრით, ეს არის ანტისაბჭოთა ლიტერარტურის დმზადება, შენახვა ან გავრცელება, ”კაგებე” იმდენად ვერ ერკვეოდა იურისპრუდენციაში, რომ კანონში, რომ ეწერა შექმნა, შენახვა და გავრცელება, მათ მიაჩნდათ, რომ სამივე ერთად თუ არ დაგიმტკიცეს, ცუდია და რა ენაღვლებოდათ, სასამართლო მათი იყო და რასაც უნდოდათ იმას ამტკიცებდნენ. ამიტომ შექმნაც დაგვიმტკიცეს, შენახვაც და გავრცელებაც ყველას. ჩვენ დაგვიჭირეს 5 კაცი, საიდანაც ჩვენ შევძელით და მეხუთე გავმიჯნეთ ჩვენგან, როგორც არაცენტრალური კომიტეტის წევრი და სხვა და შედარებით მსუბუქი სასჯელით წავიდა, იმიტომ, რომ არ გავიდა 71-ე მუხლით. 71-ე მუხლი იყო განსაკუთრებით მძიმე სახელმწიფო დანაშაული, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი პირდაპირ მიდის მესამე კატეგორიაში. პირველი კატეგორია ჩვეულებრივ ზონაში, მეორე-გაძლიერებული, მესამე - განსაკუთრებული და მეოთხე - რეციდივისტების, განსაკუთრებული ნიშნავს განსაკუთრებულ პირობებს, ამ განსაკუთრებული პირობებისგან განსხვავდება ჩველებრივი და ის მეხუთე ჩვეულებრივით წავიდა და საქართველოში დარჩა, ხოლო ჩვენ განსაკუთრებულით და პოლიტიკურ ზონაში, რუსეთში, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში იყო სულ ოთხი პოლიტიკური ზონა ასეთი ხალხისთვის, სამი პერმში და ერთი დუბრავლაგის, მორდოვეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მე და ჩემ ძმას მოგვიწია მორდოვეთი, ხოლო ვახტანგებს მოუწიათ პერმი. ჩვენ მოგვისაჯეს შესაბამისად სამნახევარი, სამი, სამი და 2 წელი. ჩემს ძმას საერთოდ მიუსაჯეს უკანონოდ, იმიტომ, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის, იგი არ იყო სრულწლოვანი, მაგრამ „კაგებეს“ არ ადარდება ეს და მათ თქვეს, რომ დანაშაული განგრძობითი ხასიათისაა და იგი გრძელდება უსასრულოდ.

  • ზონაში თუ რამეს გააკრავენ ოდისმე, მაშნ ისიც უნდა გააკრან, რომ პირველად ძმებმა ბერძენიშვილებმა და ... ლაშქარაშვილმა დაწერეს წერილები ეროვნულ ენაზე, რამაც აიძულე ცენზორი განიჩენკო შეეწყვიტა მათი მიმოწერა თვეების განმავლობაში, წარმოიდგინეთ ჩემიანებისთვის რა იყო, რომ წერილი არ მოდის თვეების განმავლობაში, მაგრამ მერე, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი ჩაერია ამ საქმეში და მერე, როდესაც რეიგანმა ენა მოიტეხა ძმები ბერძენიშვილების დასახელებაზე, ჩვენ დავიმსახურეთ ის, რომ დავწერეთ წერილები ნაციონალურ ენაზე და ამის მერე, დაიწერა წერილები სომხურ, ლიტვურ ენებზე. ყოველთვის ითვლებოდა, რომ ლიტველები არიან ყველაზე ნაციონალისტები და ჩვენ, ქართველებმა დავუმტკიცეთ რა არის ნაციონალიზმი მოქმედებაში. მე იმის თქმა მინდა, რომ ციხე აღმოჩნდა საინტერესო ადგილი იმ თვალსაზრისით, რომ საომარი იყო, საბრძოლველი იყო, გასაკეთებელი იყო ბევრი რაღაც და რაღაცეებს ვაღწევდით. წერილების მიმოწერას მივაღწიეთ და თვეში ვწერდი 2 წერილს, მეტის უფლება არ მქონდა. არ მქონდა უფლება მიმეწერა წერილი გარდა ოჯახის წევრებისა. ეს იყო დედა, მამა, ძმა, ცოლი და შვილი. ეს იყო სულ, მეტი არა. მე ვწერდი ერთ წერილს, რომლეშიც ჩადებული იყო სხვა წერილები. იქაური ცენზურა ამას ატარებდა, მაგრამ ეს წერილები მოდიოდა თბილისში, ითარგმნებოდა, იგზავნებოდა ზონაში, ამას კითხულობდა ცენზორი, რომელიც აძლევდა ან არა თანხმობას და ამის მერე ნაწილობრივ ან რაღცნაირად აღწევდა ადრესატთან. ძალიან დაგვიანებული იყო, მაგრამ კავშირი მაინც შედგა მიმოწერით.

  • იმ დროს, როცა დავბრუნდი სოხუმიდა, ჩვენ უკვე გართულებული გვქონდა მდგომარეობა უშიშროებასთან, იმიტომ, რომ იატაკქვეშა პარტია ჩავარდა ფაქტობრივად 81 წლიდან. შეიძლება უფრო ადრეც, სოხუმში ვიყავი, როდესაც გავიგეთ, რომ ჩავარდით, მაგრამ ჩვენ მერე როგორც გავიგეთ. ჩავარდით იმიტომ, რომ ჩემმა ძმამ, დავითმა, პარტია გამოსცემდა თავის ორგანოს, ერქვა ”სამრეკვლო”, ეს საბეჭდ მანქანაზე იბეჭდებოდა, ორი ნომერი გამოვუშვით, მესამე ნომერს ვამზადებდით, როდესაც გავიგეთ ჩავარდნის შესახებ. იბეჭდებოდა საბეჭდ მანქანაზე, ძალიან თხელ, პაპიროსის ქაღალდზე ვბეჭდავდით, რომ 6-7 ასლი ყოფილიყო, მე-7 ასლი ფაქტობრივად არ იკითხებოდა, მაგრამ ვინ დარდობდა მაგას. ვბეჭდავდით 1 ინტერვალით, საბეჭდი მანქანა გვქონდა 2. პირველი ნომერი დავბეჭდეთ მე და ჩემმა ცოლმა და სხვათაშორის, როდესაც ამ ამბებს ვყვებით ხოლმე, ირკვევა, რომ ასეთი ოჯახური პარტიული უჯრედები სხვაგანაც არსებობდა. მაგალითად ცნობილია, რომ სოლიდარობის რადიოს მესვეურობდნენ ცოლ-ქმარი რომავშენსკები და მე ბედნიერი ვარ, რომ ორივეს ვიცნობ და კარგი ურთიერთობა მაქვს ძალიან, ეს საამაყო ხალხია, იმიტომ, რომ მათ მოახერხეს და ფაქტობრივად ოკუპირებულ ვარშავაში, სამხედროების მიერ ალყაშემორტყმულ ქალაქში, მათ მოახერხეს რადიო გადაცემები, რაც გაცილებით უფრო დიდი რეზონანსის იყო, ვიდრე ჩვენი ჟურნალი, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ცოლ-ქმარი ერთად დაიჭირეს. ჩვენ შემთხვევაშიც, ჩემი ცოლის დაჭერასაც აპირებდნენ, ეს „კაგებეში“ ერთ-ერთი თამაშის ელემენტი იყო. ერთი სიტყვით ჩვენ ჩავვარდით იმიტომ, რომ დათომ, ჩემმა ძმამ ჟურნალი მისცა თავის თანაჯგუფელს, რომლის მამამ, პოლიციის უფროსმა უპოვა ეს ჟურნალი და შვილიან-ჟურნალიანად გამოცხადდნენ „კაგებეში“ და იქიდან დაიწყო ეს ამბები.

  • Celé nahrávky
  • 1

    Tbilisi, 06.07.2013

    (audio)
    délka: 01:45:26
Celé nahrávky jsou k dispozici pouze pro přihlášené uživatele.

„...ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის 71-ე მუხლი, ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდა, ძირის გამოთხრის მიზნით...“

Levan Berdzenishvili
Levan Berdzenishvili
zdroj: Pamět národa - Archiv

დაიბადა 1953 წლის 23 ოქტომბერს ბათუმში. მამა იყო იურისტი, მოსამართლე, აჭარის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, დედა ქართული ენის მასწავლებელი სკოლაში, ყავს ორი ძმა.1970 წელს დაამთავრა სკოლა ბათუმში და სწავლა გააგრძელა თბილისში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექწნიკის სპეციალობაზე. ორი წლის შემდეგ გამოვიდა ინსტიტუტიდან და ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1977 წელს დაამთავრა. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა ანტიკურ ლიტერატურაში.1979 წელს მუშაობა დაიწყო სოხუმში, უნივერსიტეტში. იქ წელიწადნახევარი იმუშავა და უნივერსიტეტში პოლიტიკური დაპირისპირების გამო დაწერა განცხადება და წამოვიდა.1981 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ასწავლიდა ანტიკურ ლიტერატურას.1978 წლის 21 მაისს ოთხმა ადამიანმა ჩამოაყალიბა საქართველოს რესპუბლიკური პარტია. აქვეყნებდნენგაზეთს - „სამრეკლო“, რომელსაც საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავდნენ. 1980 წელს გაიგეს, რომ პარტია ჩავარდა, მაგრამ დამფუძნებლები დაიჭირეს მხოლოდ ანდროპოვის ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ. სასამართლომ მას 3 წელი მიუსაჯა და 1984-87 წლებში (გასამართლებული იყო საქართველო სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით „ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა“), 1085 დღე გაატარამკაცრი რეჟიმის კოლონიაში. სასჯელი სრულად მოიხადა მორდოვეთისასსრ-ში, ორი წელი იჯდა იგივე საქმეზე გასამართლებულ ძმასთან ერთად.1987 წელს სასჯელის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს. მუშაობა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხმელთაშუა ზღვის კულტურის კვლევის ლაბორატორიაში.1998 წლიდან დაინიშნა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად.2004-2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.2009-2011 წელს მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში.ამჟამად არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სრული და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.2012 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი.ყავს მეუღლე და ქალიშვილი.