ერთი უშოტ ისმაილა, იყო ასეთი კაცი, რომელიც ამ მთავრობის მოწინააღმდეგე იყო და 60 წელს მიღწეული იყო და ომშიაც არ წაიყვანეს, 50 წლის ზემოთ ომში არ წაუყვანია სტალინს, ეს იყო “Анти Советскй Союз» კაცი, ხოდა ღამე მივიდა, ვინც რომ ვალეში იყო განაწილებული ის კაცი, ორი კაცი ყოფილა ვალეში განაწილებული, დაუკაკუნა კარებზე: ალი, კარები გამიღე, ვინა ხარ, რა ხარ, თურქეთიდან გადმოსული ვარ, ჩქარა, ჩქარა კარი გამიღე, არავინ დამიჭიროს, გაუღო კარი, შევიდა, შეიყვანა, აბა ჩვენ მოვდივართ, ვიწყებთ ომს, რა გაქვთ თქვენ, რით დაგვეხმარებით, უი, თქვენს ოჯახს ვენაცვალე, ილაპარაკა ამან, ყველაფრით შეამკო, ხელათში აბა ჩაი, მაგათ ხომ ჩაი უყვართ, ხელათში ჩაი მიართვეს და დაგზავნა თავისი ბიჭები შვილები, ის დამიძახე,ის დამიძახე, ის დამიძახე, იქ მეზობლობა ვინც იყო, ესენი მოიყვანა ერთი 20-30 ოჯახიდან, ქალი, კაცი, ბავშვები არა, მოიყვანეს, უთხრა, აუხსნა, რომე სე, ესეა, ჩვენ ვიწყებთ ომს, ისმაილ შენ რა გაქვს სახლში, აბა მე “კარაბინა” მაქვს, მე ავტომატი მაქვს, მე “გრანატა” მაქვს, მოლას, რომ შეეკითხნენ შენ რაგაქვს, მე ორი “პულიმიოტი” და ორი გოდორიც ტყვია, მოლას ქონია, ხო, ამან ყველაფერი ჩაიწერა, ვისაც რა ქონდა, ერთი კვირა მაცალეთ და ერთ კვირაში იარაღას გადმოგიტანთ და დაგირიგებთ ყველას, აესენი გახარებული არიან, ჩვენები მოდიან, იმათ ქართველობის უკვე არაფერი აქვთ, 200 წლიანი მაჰმადიანები არიან და უკვე სულ ყველაფერი იმათ რჯულზე არის გადასული, ხოდა გავიდა ორი კვირა მართლა და საზღვარი მაგრად ჩაკეტილი იყო, მაგრამ იყო სუსტი ადგილები ტყეში, საიდანაც გადმოსვლა შეიძლებოდა, მაგრამ ესენი ხომ ამათ თავიანთი კაცი ყავთ ხო, მოიტანეს იქაური იარაღი, ავტომატი, ტყვიამფრქვევი, თუ რაღაცეები, დაურიგეს, ხელი მოაწერინეს, რომ მე მივიღე ამ კაცისგან ავტომატი ამდენი მჭიდი ტყვიით, მორჩა, ეს სულყველაფერი აკრიფეს და ისიც უთხრეს, რომ თქვენ ოღონდ იქიდან გასროლაგ აგვაგონეთო დაა მათჩ ვენ ვეყოფითო, ხოდა ეს სტალინს მოახსენეს, რომ ბატონო სტალინო, აი ესეთი ხალხი გვყავს საზღვარზე 400 000 კაცი, და იმან ერთი სიტყვა თქვა: “убрать»და “ვსო”, ასე დამთავრდა, როგორც ჩეჩნები გაასახლეს, ჯერ ჩეჩნები გაასახლეს, მერე ესენი გაასახლეს, გასახლებაც ხომ გითხარით როგორცმოხდა.