„...იმუნიტეტი არსებობს მგონი ბავშვებში, მონატრების გრძნობა დაფარული მქონდა, ძალიან ძნელი იყო ჩემთვის, მაგრამ რაღაცნაირად გადავიტანე.“
დაიბადა 1928 წელს ბორჯომში. 1937 წელს, 9 წლის იყო, როდესაც დაუპატიმრეს მშობლები. როგორც მოგვიანებით გაირკვა მამა მაშინვე დახვრიტეს, ხოლო დედა გადაასახლეს ციმბირში. იგი დედის დეიდებმა გაზარდეს.მეცხრე კლასში როდესაც იყო დედა დაბრუნდა გადასახლებიდან. 1947 წელს ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე. სწავლის დამთავრების შემდეგ პენსიაში გასვლამდე მუშაობდა არქიტექტორად სხვადსხვა საპროექტო დაწესებულებაში.მისი მეუღლეც იყო არქიტექტორი. ყავს ერთი ვაჟიშვილი და მასთან ერთად ცხოვრობს თბილისში.მისი თხრობა ძირითადად ეხება დედამისს და ეყრდნობა მის მონაყოლს გადასახლების წლების თაობაზე.