- რამდენს მიუსაჯეს სიკვდილი?
- ე.ი. მიუსაჯეს ყველას დახვრეტა თინას გარდა, ჩიხლაძე, ძმები ივერიელები და გეგა, ნუ დათო მიქაძემ თავი მოიკლა თვითმფრინავშივე, ტაბიძე თვითმფრინავშივე დაიღუპა, სროლების დროს, გამოდის ოთხი კაცი, ოთხი ბიჭი და თინა.
- თინას რამდენი წელი მიუსაჯეს?
- თინას 18 წელი მიუსაჯეს.
- და რამდენი წელი იჯდა?
- თინა იჯდა 6 წელი. აუცილებლად მინდა ვთქვა იცით რა, ახლა ამ ყველაფრის მერე, ნუ მერე მოგვეცა საშუალება შეხვედრის კოლონიაში როცა იყო, გადაიყვანეს კოლონიაში, რა თქმა უნდა დიდი დანაშაულია ეს ყველაფერი რაც მოხდა, იმისდა მიუხედავად, რომ ეს ყველაფერი ლტოლვა იყო თავისუფლებისკენ, არ მიყვარს ესეთი სიტყვების ხმარება, მაგრამ ყველა გაგებით ეკიდებოდა თინას მდგომარეობას, იმიტომ რომ თვითონ ბუნებითაც ისეთი ადამიანია, რაღაცა მშვიდი, წყნარი, წარმოუდგენელია მისგან რაღაცა აგრესია და თავიდანვე განგაწყობს თავის მიმართ და კოლონიაში ძალიან შეუწყვეს ხელი, როგორ გითხრათ, ცალკე ოთახი გამოუყვეს, იცოდნენ, რომ ხატავდა, საღებავები მიუტანეს, მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ დაესაქმებინათ ამ მიმართულებით და მოკლედ ცდილობდნენ, რომ ხელი შეეწყოთ ეს ემოციური ფონი, მისი მდგომარეობა, ცოტა მოწესრიგებულიყო, ამას ნამდვილად ვიტყოდი, თუმცა დედას ძალიან ბევრჯერ მოსვლია იქ ჩხუბი, ისტერიკები, ხომ იცით მაშინდელი სიტუაცია კოლონიებში, არანორმალური ექიმი, არანორმალური ისა და დედა მაინც ახერხებდა, ყველამ იცოდა, რომ ვთქვათ თუ თინას კბილი ატკივდებოდა, ექიმი აუცილებლად უნდა მიუყვანონ, თინასთვის არ უნდა შეექმნათ პრობლემა, იმიტომ რომ თამარი მოვა და ერთ ამბავს ატეხავს და აი ესე გავიდა 6 წელი, მაგრამ მოხდა რა იცით, პარალელურად ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა გააქტიურდა და მოხდა 89 წლის 9 აპრილი, იქ დაიწყეს ეს ლოზუნგები, თავისუფლება თინა ფეტვიაშვილს, რაღაც ესეთი და ამ ლოზუნგების გამოყენება და ვაჟა ლორთქიფანიძე არის ჩემი მეუღლის კლასელი და ნუ მაშინდელი ცეკა, ცეკაში მე მგონი იდეოლოგიის განყოფილების გამგე იყო და დაგვიძახა და დავილაპარაკეთ და ვაჟამ გვთხოვა, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის მეუღლე, თვითმფრინავში გარდაცვლილის მეუღლე, ასწავლიდა 55-ე სკოლაში, სადაც თინა სწავლობდა მასწავლებლად და იქნებ წახვიდე და შენ დაელაპარაკოო, რომ იქნებ გავიგოთ საწინააღმდეგო ვთქვათ ექნება, თუ არა რამე, თინა რომ გამოუშვათო, მე წავედი ძალიან შემართებით და იმით და რომ შევედი და რომ ვუთხარი ვინ ვიყავი, ისეთი ისტერიკა ატეხა ქალმა ნუ ძალიან შემეცოდა და წამოვედი ვერც დაველაპარაკე ვერაფერზე,