მიუხედავად იმ ისტორიებისა რაც თავს გადამხდა, თავს ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ
ციალა მიქავა 1939 წელს წალენჯიხის რაიონ სოფელ ქვედა მაზანდარაში დაიბადა. 1951 წელს ის ოჯახთან ერთად ყაზახეთში გადაასახლეს. 12 წლის მოსწავლემ სწავლა ყაზახეთში განაგრძო. სკოლაში მთავარი დაბრკოლება რუსული ენის არცოდნა იყო, თუმცა პირობებს მალე შეეგუა. არდადეგების დროს ციალა ბამბის მეურნეობაში მუშობდა და შესაბამის გასამრჯელოს იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ერთად იყო, ციალა თავის სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობდა. 1954 წელს წელს 14 წლის ციალას 12 წლის და და 2 წლის ძმა ჩააბარეს და მატარებლით საქართველოში გამოუშვეს. თავის სოფელში დაბრუნებულმა გადაწყვიტა სწავლა დრანდაში, ისევ რუსულ სკოლაში გაეგრძელებინა. ამის შემდეგ რუსული ენა მან სპეციალობად აირჩია. 1990-იან წლებში ციალას მეორედ მოუწია თავისი სახლის იძულებით მიტოვება და აფხაზეთის ომის გამო ჯერ, ზუგდიდში, შემდეგ კი თბილისში ჩამოვიდა. 1994 წლიდან ის თავის ქმარ-შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს.