Mindia Salukvadze

* 1933

  • დადგა 1937 წელი, მამაჩემი არ გაუსამართლებიათ ისე დახვრიტეს რუსეთში. დედაჩემი კი თბილისში დახვრიტეს, 37 წლის ოქტომბერში, როგორც მამაჩემის ცოლი, არანაირი დამოკიდებულება პარტიასთან არ ჰქონია. ორი პატარა შვილი ჰყავდა, მე ვიყავი 4 წლის და ჩემი ძმა იყო 8 წლის, რომ წაიყვანეს. გვზრდიდა გაჭირვებით. მოვიდნენ ღამე, ათარბეგოვის ქუჩაზე პატარა ოთახი, რომ მოგვცეს, მოვიდნენ შუაღამისას და დედაჩემი დააპატიმრეს და ჩვენ მივყავდით „პრიუტში“, მე და ჩემი ძმა. დედაჩემმა უთხრა თურმე იმათ, სამნი ყოფილან, ტყავის ქურთუკებში გამოწყობილნი, როგორც ჩემმა ძმამ მითხრა მერე, დედაჩემმა უთხრა: არ წამოგყვებით და დავიწყებთ კივილს, მეზობლებს შევყრითო, ბავშვებს თავი დაანებეთო, ბავშვებს ყავთ მამიდა და მამიდა მოუვლისო. მაშინ როგორი კანონი იყო იცით გამოცემული სტალინის მიერ, ხელს ეჟოვი აწერდა, სტალინი არ აწერდა, ესეთი იყო. ე. ი. უნდა დაპატიმრდეს ყველა პოლიტიკური დამნაშავის მეუღლე, ყველა ქალი უნდა დაპატიმრდეს, უნდა დაპატიმრდეს სულ ყველა, იქ იყო ერთ-ერთი პუნქტი, ბავშვები სულ ყველანი უნდა იყვნენ წაყვანილნი საბავშვო სახლებში, ”პრიუტებში”, მაშინდელი სახელწოდებით, თუ გამოუჩნდებოდა ბავშვებს ვინმე, რომელიც დაიტოვებს, მაშინ ტოვებდნენ მასთან, ე. ი. რამხელა ჰუმანური აქტი ქონდა სტალინს წამოწყებული. არადა ბავშვები უნდა იყოს წაყვანილი ნებისმიერი ასაკის და ჩვილი ბავშვი დედას ძუძუს წოვას, რომ დაამთავრებს, წლინახევრამდე იქნება დედასთან ციხეში, ოღონდ წლინახევრის მერე ბავშვი ჩამოერთმევა.

  • მესამე კლასში რა უნდა გესმოდეს, ყველა წითელი ყელსახვევით იყო გამოწყობილი და მე ვიყავი ყელსახვევის გარეშე და მეხმარებოდა ეს, თურმე სად მქონდა ჭკუა (იცინის). სკოლას, რომ ვამთავრებდით, ერთი ეპიზოდი უნდა მოგიყვეთ, როგორი მასწავლებლები მყავდა, სკოლის დირექტორი იყო კოლია სიჭინავა. ომიდან დაბრუნებული, მაიორი იყო და ხანდახან ფორმითაც დადიოდა სკოლაში, მათემატიკას გვასწავლიდა. მე მათემატიკაში ძლიერი ვიყავი საერთოდ და უყვარდი ძალიან. ყველა კომკავშირელი იყო ჩემს მეტი, კოლია წავიდა რაიკომში და მომიტანა კომკავშირის მანდატი, უჩუმრად, რომ უნივერსიტეტში ხელი არ შეგეშალოსო. აი ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემს მიმართ. ახლა უფრო შორს წავალ, სკოლიდან გავალ, დავამთავრე უმაღლესი და ამ მანდატით წავედი მოსკოვში, ასპირანტურაში. ეს მანდატი გადავაგდე მერე მოსკოვში, აღარ გამიტარებია რეგისტრაციაში და ისევ არაკომკავშირელი გავხდი მოსკოვში.

  • Celé nahrávky
  • 1

    Tbilisi, 04.07.2013

    (audio)
    délka: 34:15
Celé nahrávky jsou k dispozici pouze pro přihlášené uživatele.

„...სტალინზე კარგი როგორ უნდა ვთქვა არ ვიცი, როდესაც ბრძანებულება ჰქონდა გამოცემული, რომ ყველა ბავშვი უნდა დაპატიმრდეს დედასთან ერთად წლინახევრამდე„

Mindia  Salukvadze
Mindia Salukvadze
zdroj: Pamět Národa - Archiv

დაიბადა თბილისში 1933 წლის 6 მარტს. მამა იყო ფილოლოგი, სკოლის დირექტორი, დედა მასწავლებელი. მამა გახლდათ სოციალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი, რის გამოც ის 1933 წელს დააპატიმრეს, აიყვანეს პირდაპირ სამსახურიდან  და მიუსაჯეს 8 წელი გადასახლება. გადასახლებული იყო ციმბირში, სადაც მას ცოლმა ერთხელ ჩააკითხა. მამის დაჭერის შემდეგ გამოასახლეს ბინიდან და დედა, მისი უფროსი ძმა და თვითონ შეასახლეს უფანჯრო პატარა ოთახში. 1937 წელს ღამით წაიყვანეს დედა. თვითონ ამ დროს იყო4, ხოლო მისი ძმა 8 წლის. ძმები გაზარდა ქვრივმა მამიდამ, რომელსაც თვითონ ორი ქალიშვილი ყავდა. ბავშვობა დიდ გაჭირვებაში გაიარა. წლების შემდეგ გაიგო, რომ მამა დახვრიტეს 1937 წელს ბანაკში, დედა კი თბილისში დაპატიმრებიდანრამდენიმე დღის შემდეგ, როგორც მტრის ცოლი.   1956 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, მაგრამ ვერ დაიწყო მუშაობა სპეციალობით, რადგან იყო რეპრესირებულების ოჯახიდან.  ჯერ მუშაობდა სკოლაში მასწავლებლად, შემდეგ კი მეცნიერებათა აკადემიის  მართვის სისტემების ინსტიტუტში, რომლის დირექტორიც გახდა 40 წლის ასაკში. ასპირანტურა დაამთავრა, საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია დაიცვა მოსკოვში, იქვე დაქორწინდა თავის ყოფილ მოსწავლეზე თამარ ჯაშზე. ყავთ  ორი ქალიშვილი და შვილიშვილები. 50 წლის ასაკში არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად, 60 წლის ასაკში აკადემიკოსი გახდა